ფლორიდული ფორტ უოლტონ ბიჩის 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის დასკვნით რაუნდში სოფო ქვაცაბაია ამერიკელ სამანტა კროუფორდს დაუპირისპირდა და 3:6, 7:5, 4:6 დამარცხდა, ამდენად, ძირითად ბადეში იქ პირდაპირ დაშვებული ორი ქართველი ჩოგბურთელი – მაკა ჩახნაშვილი და სოფო შაფათავა ითამაშებს.
მაკაცა და სოფოც საწყის მატჩებში კვალიფიკაციის გამარჯვებულ რუს ჩოგბურთელებს გაეჯიბრებიან. მე-8 ნომრად განთესილი ჩახნაშვილი ელენა ბოვინას ეთამაშება, შაფათავა კი – ვალერია სოლოვიევას.
წყვილთა ტურნირის მერვედფინალში ეკატერინე გორგოძემა და სოფო შაფათავამ მე-3 რეიტინგის მქონე ამერიკულ დუეტთან (ლიტვაკი-შნაკი) 2:6, 4:6 წააგეს. ჩახნაშვილი და ქვაცაბაია პირველ რაუნდში ბრიტანელ ბროადისა და ებრაელ გლუშკოს დაუპირისპირდებიან.







