ფლორიდულ კლერვოტერში მიმდინარე 25-ათასიანი საჩოგბურთო ტურნირის ძირითად ბადეში, ქართველთაგან მხოლოდ მაკა ჩახნაშვილმა გააღწია, რომელსაც აღნიშნულში იღბალიც დიდად წაეხმარა.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციაში მე-4 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი პირველ რაუნდში თანამემამულე სოფო ქვაცაბაიას 2:1-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, დასკვნით რაუნდში კი კანადელი ეუჟენ ბუშარი მაკას წინააღმდეგ საბრძოლველად კორტზე საერთოდ ვერ გავიდა.
უკვე ცნობილია, რომ ძირითად ბადეში ჩახნაშვილის მოწინააღმდეგე რუსი ანასტასია პივოვაროვა იქნება. ტურნირს გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე, რომელიც პირველ ნომრად განთესილ იტალიელ კამილა ჯიორჯისთან 4:6, 0:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში ჩახნაშვილი და ქვაცაბაია პირველი რეიტინგის მქონე რუსულ-ფრანგულ დუეტს (კონდრატიევა-ლეფევრე) გაეჯიბრებიან, ხოლო უკრაინელ ალიონა სოტნიკოვასთან შეამხანაგებული გორგოძე ამერიკელთა (გალიქსონი-ვეინოლდი) წინააღმდეგ სათამაშოდ გავა. თუკი ქართველებმა წარმატებას მიაღწიეს, მეოთხედფინალში ერთმანეთის პირისპირ დადგებიან.







