ფეხბურთი

21:04 | 3.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძამპარინი გატუზოს არ უარყოფს

იტალიური “პალერმოს” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი არ უარყოფს, რომ ის “მილანის” ყოფილი ფეხბურთელის, ჯენარო გატუზოს სიცილიელთა მთავარ მწვრთნელად დანიშვნის საკითხს განიხილავს.

მართალია, ძამპარინიმ პირობა დადო, რომ ის ჯუზეპე სანინოს ნდობას მომდევნო სეზონშიც მოუცხადებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, 56 წლის სპეციალისტი “პალერმოში” აღარ იმუშავებს.

“გატუზო ნამდვილად ძალიან მომწონს. ის, შესაძლოა, ჩვენი მთავარი მწვრთნელი გახდეს მას შემდეგ, რაც სანინოს საკითხს გადავწყვეტ. ვფიქრობ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ სანინო ჩვენგან წავიდა. მხოლოდ შეთანხმებაღა დაგვრჩა.” – განუცხადა ძამპარინიმ ღადიო 2-ს.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზოს მცირე სამწვრთნელო გამოცდილება უკვე აქვს. ის “სიონის” მოთამაშე მწვრთნელი იყო, თუმცა 35 წლის იტალიელი მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს.

თუ გატუზომ “პალერმო” მართლაც ჩაიბარა, მისი ამოცანა გუნდის სერია A-ში დაბრუნება იქნება. როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში, სიცილიელებმა მე-18 ადგილი დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114526