სხვა

18:29 | 13.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნებმა ასანიძე დაამტკიცეს

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვეტერანი სპორტსმენი, ევროპის მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე დაინიშნა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ასანიძემ აუწყა.

ძალოსანთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა საბჭოს შვიდი წევრის ერთსულოვან გადაწყვეტილებას საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე უყარეს კენჭი და მწვრთნელთათვის სასურველ კანდიდატურას აღმასკომის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ასანიძის თანაშემწეები ნაკრებში სავარაუდოდ ალეკო ნოზაძე და გია ცირეკიძე იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11268