ჭადრაკი

0:46 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის მე-3 გამარჯვება

ევროპის მე-15 ინდივიდუალური ჩემპიონატის 3 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ სამი მოჭადრაკე ლიდერობს, რომელთა შორის საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერიცაა. დამატებითი მაჩვენებლებით, სამეული ასეა განაწილებული: 1. ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 2451), 2. ნანა ძაგნიძე (2541), 3. ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2246).

მე-3 ტურში ძაგნიძე კიდევ ერთ თანამემამულე სალომე მელიას (2454) დაუპირისპირდა და ისევე როგორც წინა დღეს სოფიო გვეტაძესთან (2356), გამარჯვება იზეიმა.

მე-4 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით ჟუკოვას ეთამაშება, მკრტჩიანის მეტოქე კი ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა იქნება.

ლიდერებს 0.5 ქულით ერთბაშად 18 მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის ერთბაშად 4 ქართველია. მათ დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგი ადგილები უკავიათ: 10. ლელა ჯავახიშვილი (2474), 11. ნინო ხურციძე (2460), ...15. მერი არაბიძე (2406), ...18. ნინო ბაციაშვილი (2417).

გასულ ტურში ჯავახიშვილმა სლოვაკი იულია კოჩეტკოვა (2333) დაამარცხა, ხურციძემ – ბულგარელი ივა ვიდენოვა (2315), არაბიძემ – სომეხი ლილიტ გალოიანი (2277), ხოლო ბაციაშვილმა – თურქი ჩემრე ილდიზ ბეტული (2312).

ძაგნიძესთან მარცხის კვალად, მელია 2.0 ქულით 22-ე საფეხურზე დაქვეითდა, ასეთივე მონაგარის მქონ გვეტაძე და სოფიკო გურამიშვილი (2402) კი, შესაბამისად, 29-ე და 35-ე ადგილებზე იმყოფებიან.

ქართველთაგან უარესი შედეგი მადონა ბოკუჩავას (2027) გააჩნია, რომელმაც სამივე პარტია დათმო და 116 მონაწილეს შორის 111-ე პოზიციაზე გახლავთ.

0.110325