ჭადრაკი

22:41 | 4.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის ბედი დანიელიანსა და ჟუზე ჰკიდია

ერთადერთი შანსი საიმისოდ, რომ ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ჩინელი იიფან ჰოუს წინააღმდეგ თამაშის უფლება მოიპოვოს, დოჰაში მიმდინარე გრან-პრის ბოლო ტურის, პარალელური შეხვედრების მისთვის სასარგებლო შედეგებით დასრულებაა.
ძაგნიძე ბოლოსწინა ტურში აუტსაიდერ ჩენ ჟუს თეთრი ფიგურებით ეთამაშებოდა, მაგრამ დაძაბულობა ვერ დაძლია და დამარცხდა, ეს მისი ზედიზედ მეორე წაგებაა, რის შემდეგაც საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მე-4 ადგილს თუ დაიკავებს. ამჟამად, ძაგნიძე მეხუთე-მეექვსე ადგილებს მაია ჩიბურდანიძესთან იყოფს, რომელიც შავი ფიგურებით ფრანგ სებაგს დაუზავდა. ბოლო ტურში ჩიბურდანიძე თეთრი ფიგურებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი სწორედ ძაგნიძე იქნება.
ძაგნიძის მთავარმა კონკურენტმა კონერუმ, ბოლოსწინა ტურში სომეხი ლილიტ მკრტჩიანი დაამარცხა და მეორე სომეხ, დოჰას ტურნირის ლიდერ ელინა დანიელიანთან ჩამორჩენა ნახევარ ქულამდე შეამცირა (დანიელიანი შავი ფიგურებით შვედ პია კრამლიგთან დამარცხდა). თუ დანიელიანმა დასკვნით ტურში ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა დაამარცხა, მაშინ კონერუ ყატარის გრან-პრიზე პირველ ადგილს ვეღარ დაიკავებს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას, ნებისმიერ შემთხვევაში, ძაგნიძე მიიღებს.

ფიდე-ს ქალთა გრან-პრის მე-6 ეტაპი. დოჰა (ყატარი). 20 თებერვალი-6 მარტი
მე-10 ტური
ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550) - ჩენ ჟუ (ყატარი, 2495) 0:1
ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2607) - ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2475) 1:0
მარტა ფიერო ბაკერი (ეკვადორი, 2363) - იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484) 0:1
პია კრამლინგი (შვედეთი, 2516) - ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2454) 1:0
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2546) - ბატხუაიგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2410) 0.5:0.5
მარი სებაგი (საფრანგეთი, 2489) - მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2502) 0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა
7.5 - დანიელიანი;
7 – სებაგი, კონერუ;
5.5 - კრამლინგი;
5 – ძაგნიძე, ჩიბურდანიძე;
4 - მკრტჩიანი, ფიერო ბაკერო, მუნგუნტუული, ქსუ;
3.5 – სტეფანოვა, ჟუ.

მე-11 ტური
მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2502) - ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550)
ბატხუაიგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2410) - მარი სებაგი (საფრანგეთი, 2489)
ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2454) - ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2546)
იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484) - პია კრამლინგი (შვედეთი, 2516)
ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2475) - მარტა ფიერო ბაკერი (ეკვადორი, 2363)
ჩენ ჟუ (ყატარი, 2495) - ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2607)

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13461