ერთდღიანი შესვენების შემდეგ, ყვარელში მდებარე კურორტ ლოპოტაზე მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა გრანპრის გათამაშების მე-5 ეტაპი განახლდა. ასპარეზობის მონაწილე მანდილოსნებმა მიმდინარე ეტაპის მე-5 ტურის პარტიები გაითამაშეს. ამ ტურში მასპინძლები, ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი, ინდოელ მოთამაშეებს შესაბამისად ჰამპი კონერუსა და ჰარიკა დრონოვალს დაუპირისპირდნენ.
დაუმარცხებელი პარტიების სერია გააგრძელა საქართველოს საუკეთესო ქალმა მოჭადრაკე ძაგნიძემ, რომელმაც გრანპრის ერთპიროვნული ლიდერი კონერუ დაამარცხა და მე-5 ეტაპის ერთპიროვნულ ლიდერ ჰოუ იფანს ნახევარი ქულით ჩამორჩება.
სამწუხაროდ, ძაგნიძისაგან განსხვავებით, ჯერჯერობით ქართველი გულშემატკივრებისთვის სასურველ შედეგს ვერ აჩვენებს ბელა ხოტენაშვილი, რომელმაც ვერც ამჯერად შეძლო გამარჯვების მოპოვება, დრონოვალს ყაიმზე შეუთანხმდა, ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში იმყოფება.
რაც შეეხება აპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანს, ამჯერად მან მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა დაამარცხა, 5 შესაძლებლობიდან 4.5 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
-5 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
ჰოუ იფანი (ჩინეთი) – ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) 1:0
ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი) – ჟაო ქსიუ (ჩინეთი) 1:0
ნანა ძაგნიძე (საქართველო) – ჰამპი კონერუ (ინდოეთი) 1:0
ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი) – ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) 0.5:0.5
ანა მუზიჩუკი (სლოვენია) – ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი) 1:0
ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) – ელინა დანიელიანი (სომხეთი) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ
1.იფანი (4.5 ქულა)
2-3 ვენჟუნი, ძაგნიძე (4-4)
4. დრონოვალი (3.5)
5. მუზიჩუკი (3.0)
6-8 კონერუ, სტეფანოვა, დანიელიანი (2.5-2.5)
9-11 ხოტენაშვილი, ქსიუ, კოსტენიუკი (1.0-1.0)
12. მუმინოვა (0.5)
-6 ტური. 25 ივნისი
სტეფანოვა – დანიელიანი
მუმინოვა – კოსტენიუკი
ხოტენაშვილი – მუზიჩუკი
კონერუ – დრონოვალი
ქსიუ – ძაგნიძე
იფანი – ვენჟუნი







