ჭადრაკი

18:04 | 17.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ პირველი გამარჯვება ჩაიწერა

პირველი მოგება მიითვალა ქართველმა ნანა ძაგნიძემ ჩინეთის ქალაქ ჰანგჟოუში მიმდინარე საჭადრაკო სუპერტურნირზე - 1st Hangzhou Women Grand Master Chess Tournament-ი.
მე-4 ტურში, ძაგნიძემ, რომლის რეიტინგი 2537-ა, თეთრი ფიგურებით ამერიკელი ანა ზატონსკიხი (2522) დაამარცხა, 1,5 ქულა დააგროვა და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა – მე-8 ადგილზეა.
ტურნირს კი კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს ჩინელი ვენჯუნ ჟუ (2515), რომელმაც დღეს, შავი ფიგურებით თანამემამულე ქსუე ჟაო (2470) დაამარცხა და 3,5 ქულა დააგროვა.
მე-4 ტურის დანარჩენი სამივე პარტია ყაიმით დასრულდა: ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2560)-ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2557) 0,5:0,5; იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2575)-ჩენ ჟუ (ყატარი, 2485) 0,5:0,5; მარი სებაგი (საფრანგეთი, 2510)-დრონავალი ჰარიკა (ინდოეთი, 2513) 0,5:0,5.

სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
ვენჯუნ ჟუ 3,5 ქულა;
იიფან ჰოუ, ნადეჟდა კოსინცევა 2,5-2,5;
ქსუე ჟაო, დრონავალი ჰარიკა, მარი სებაგი, ტატიანა კოსინცევა 2-2;
ნანა ძაგნიძე 1,5;
ჩენ ჟუ, ანა ზატონსკიხი 1-1.
მე-5 ტურში ერთმანეთს ხვდებიან: ჰარიკა-ძაგნიძე, ჩენ ჟუ- სებაგი, ტატიანა კოსინცევა-ჰოუ, ვენჯუნ ჟუ-ნადეჟდა კოსინცევა, ზატონსკიხი-ჟაო.
ჰანგჟოუს ტურნირი წრიული სისტემით, 9 ტურად მიმდინარეობს, გამარჯვებული კი 23 ივლისს გამოვლინდება. ჩემპიონი საპრიზო ფონდიდან 5 ათას დოლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი 4 ათასით დაჯილდოვდება, მესამეზე გასული კი – 2 ათასით.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089891