ჭადრაკი

19:06 | 1.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ მსოფლიოს ექსჩემპიონი 18 სვლაში დაამარცხა

ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (რეიტინგი 2550) მსოფლიოს ექსჩემპიონ ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას (2546) შავი ფიგურებით შანსი არ დაუტოვა და უკვე მე-18 სვლაზე გამარჯვება იზეიმა. აღნიშნული, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოხდა, სადაც ფიდე-ს ქალთა გრან-პრის დასკვნით ეტაპზე, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩინელი იიფან ჰოუს მეტოქე ირკვევა.
ცნობისთვის, ძაგნიძე აღნიშნული საგზურის მოპოვების რეალური კანდიდატია, მისი ერთადერთი კონკურენტი კი ინდოელი ჰუმპი კონერუ (2607) გახლავთ, რომელმაც თავის მხრივ ასევე შავებით, მონღოლ ბატხუაიგ მუნგუნტაალს (2410) აჯობა.
მორიგი წარმატების შემდეგ, ძაგნიძის აქტივში 4.0 ქულაა და იგი მე-5 ადგილზე იმყოფება, კვალში კი მას 3.5 ქულით მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე (2502) უდგას, რომელმაც ბოლო ტურში თეთრი ფიგურებით ეკვადორელ მარტა ფიერო ბაკეროს (2363) სძლია.
ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი სომეხი ელინა დანიელიანი (2454) გახლავთ, რომელიც ყატარულ ეტაპს საოცარ ფორმაში შეხვდა და 7 ტურის თავზე კი 6.5 ქულა გააჩნია. ფრანგ მარი სებაგს (2489) 5.0 ქულით მე-2 პოზიცია უკავია, ხოლო ხსენებული კონერუ, რომლის შედეგებსაც ქართველი გულშემატკივარისთვის გამორჩეული მნიშვნელობა აქვს, 4.5 ქულით მესამეა.
ცნობისთვის, ინდოელი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი დოჰას ტურნირს მოიგებს, ხოლო ძაგნიძე მეორე-მესამე ადგილები გაიყოფს ან უფრო დაბლა აღმოჩნდება. ნანატრი საგზური კონერუს რჩება პირველი-მეორე პოზიციების გაყოფის შემთხვევაშიც, ოღონდ ამ დროს ნანა უკვე მესამე-მეოთხე ადგილებზე ან უფრო ქვევით უნდა დარჩეს.
ექვსი ეტაპის ჯამში პირველობის გაცილებით კარგი შანსი აქვს ქართველ მოჭადრაკეს. ძაგნიძეს ნებისმიერი შედეგი აწყობს, თუკი კონერუ პირველ-მესამე ადგილებს გაიყოფს ანაც მე-2 პოზიციაზე ან უფრო დაბალ ადგილზე გავა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საერთო ჩათვლაში 410 ქულით იფანი ლიდერობს, ძაგნიძე 390 ქულით მეორეა, ხოლო მის მდევარ კონერუს 323.30 ქულა გააჩნია. სხვა მოჭადრაკეები ქართველისა და ინდოელის დავაში ვეღარ ჩაერევიან. დასკვნითი ეტაპის მოგებისთვის 160 ქულაა გათვალისწინებული, შემდეგ კი ქულები ასე ნაწილდება: 2 – 130, 3 – 110, 4 – 90, 5 – 80, 6 – 70, 7 – 60, 8 – 50, 9 – 40, 10 – 30, 11 – 20, 12 – 10.

 

მე-7 ტური
   
SNo.     Rtg       Rtg SNo.
4 GM ანტუანეტა სტეფანოვა 2546 0 - 1 GM ნანა ძაგნიძე 2550 12
5 GM მარი სებაგი 2489 1 - 0 GM პია კრამლინგი 2516 3
6 GM მაია ჩიბურდანიძე 2502 1 - 0 IM მარტა ფიერო ბაკერო 2363 2
7 IM ბატხუაიგ მუნგუნტუული 2410 0 - 1 GM ჰუმპი კონერუ 2607 1
8 GM ელინა დანიელიანი 2454 1 - 0 GM ჩენ ჟუ 2495 11
9 GM იუჰუა ქსუ 2484 0 - 1 IM ლილიტ მკრტჩიანი 2475 10

 

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ
   
Rank SNo.     Rtg FED 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 Pts Res. SB
1 8 GM ელინა დანიელიანი 2454 ARM * 1     1 1 ½   1 1 1   0 20.50
2 5 GM მარი სებაგი 2489 FRA 0 * ½ 1     ½ 1   1 1   5 0 14.75
3 1 GM ჰუმპი კონერუ 2607 IND   ½ * ½ 0 1   1 1     ½ 0 14.50
4 3 GM პია კრამლინგი 2516 SWE   0 ½ * 1   ½ ½   ½   1 4 1 12.25
5 12 GM ნანა ძაგნიძე 2550 GEO 0   1 0 *     0 1   1 1 4 0 11.00
6 6 GM მაია ჩიბურდანიძე 2502 GEO 0   0     * 1 1 0 ½ 1   0 9.00
7 10 IM ლილიტ მკრტჩიანი 2475 ARM ½ ½   ½   0 *   ½   1 0 3 0 11.00
8 2 IM მარტა ფიერო ბაკერო 2363 ECU   0 0 ½ 1 0   *   1   ½ 3 0 9.00
9 7 IM ბატხუაიგ მუნგუნტუული 2410 MGL 0   0   0 1 ½   * 1 0   0 7.00
10 11 GM ჩენ ჟუ 2495 QAT 0 0   ½   ½   0 0 *   1 2 1 5.75
11 9 GM იუჰუა ქსუ 2484 CHN 0 0     0 0 0   1   * 1 2 1 4.50
12 4 GM ანტუანეტა სტეფანოვა 2546 BUL     ½ 0 0   1 ½   0 0 * 2 0 6.75

 

მე-8 ტური
   
SNo.     Rtg       Rtg SNo.
12 GM ნანა ძაგნიძე 2550 - IM ლილიტ მკრტჩიანი 2475 10
11 GM ჩენ ჟუ 2495 - GM იუჰუა ქსუ 2484 9
1 GM ჰუმპი კონერუ 2607 - GM ელინა დანიელიანი 2454 8
2 IM მარტა ფიერო ბაკერო 2363 - IM ბატხუაიგ მუნგუნტუული 2410 7
3 GM პია კრამლინგი 2516 - GM მაია ჩიბურდანიძე 2502 6
4 GM ანტუანეტა სტეფანოვა 2546 - GM მარი სებაგი 2489 5

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100244