ჭადრაკი

17:04 | 23.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ მოგებით დაასრულა, ჩემპიონი კი ვენჯუნ ჟუა

მოგებით დაასრულა ჩინეთის ქალაქ ჰანგჟოუში მიმდინარე საჭადრაკო სუპერტურნირი - 1st Hangzhou Women Grand Master Chess Tournament-ი ქართველმა ნანა ძაგნიძემ (რეიტინგი 2537), თუმცა, აღნიშნულ ტურნირზე მისი გამოსვლა წარმატებულად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

მხოლოდ 2 მოგება, 4 ყაიმი და 3 მარცხი - აი, ესაა ძაგნიძის მონაგარი ჰანგჟოუში, რომლითაც მან 4 ქულა დააგროვა და ბოლოდან მე-3 ადგილი დაიკავა.
პირველზე კი, ჩინელი ვენჯუნ ჟუ (2515) გავიდა, რომელმაც მთელი ტურნირი დაუმარცხებლად განვლო. მან 9 ტურში 4 გამარჯვება (აქედან 3 შავი ფიგურებით, მათ შორის, ძაგნიძესთან) და 5 ყაიმი მიითვალა და 6,5 ქულით ზედმეტად დამაჯერებელი ჩემპიონობა მოიპოვა - მას ერთი ქულით ჩამორჩა მე-2 ადგილზე გასული ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2513).
ბოლო, მე-9 ტურის შედეგები: ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2557)-ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2537) 0:1; ვენჯუნ ჟუ (ჩინეთი, 2515)-ჩენ ჟუ (ყატარი, 2485) 0,5:0,5; ანა ზატონსკიხი (აშშ, 2522)-დრონავალი ჰარიკა (ინდოეთი, 2513) 0,5:0,5; ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2470)-მარი სებაგი (საფრანგეთი, 2510) 1:0; ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2560)-იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2575) 0:1.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა: ვენჯუნ ჟუ – 6,5 ქულა; ჰარიკა, 
5,5; ჟაო, ნადეჟდა კოსინცევა - 5-5; ჩენ ჟუ, ჰოუ, სებაგი – 4,5; ძაგნიძე - 4; ტატიანა კოსინცევა - 3; ზატონსკიხი - 2,5. 
ჰანგჟოუს ტურნირის გამარჯვებულმა საპრიზო ფონდიდან 5 ათასი დოლარი მიიღო, მეორეადგილოსანი 4 ათასით დაჯილდოვდა, მესამეზე გასული კი - 2 ათასით.
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090038