ჭადრაკი

22:53 | 28.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ მოგების გემო გაიხსენა

ფიდე-ს ქალთა გრან-პრის დასკვნით ეტაპზე განცდილი ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონობისთვის გასამართი მატჩის საგზურისთვის მებრძოლმა ნანა ძაგნიძემ მობილიზება შეძლო და ჩინელი იუჰუა ქსუ თეთრი ფიგურებით 71-ე სვლაზე დაამარცხა.
 ამგვარად, ძაგნიძემ 12 მონაწილეს შორის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, ლიდერებთან მიახლოებისთვის, დარჩენილ ტურებში მაქსიმალური მობილიზება მართებს.
ამ დროისთვის, ერთპიროვნულ ლიდერ დანიელიანს (სომხეთი) 5.5 ქულა გააჩნია, შვედი კრამლინგისა და ფრანგ სებაგის აქტივში 4-4 ქულაა, ხოლო საერთო ჩათვლაში ძაგნიძის უშუალო კონკურენტი ინდოელი კონერუ 3.5 ქულით მეოთხეა.
 ცნობისთვის, მე-6 ტურში, კონერუმ თეთრებით მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ მაია ჩიბურდანიძეს 42-ე სვლაზე მოუგო, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს 2.5 ქულა შერჩა და მე-8 საფეხურზე აღმოჩნდა.
 მე-7 ტურში, ძაგნიძე შავი ფიგურებით ბულგარელ სტეფანოვას ეთამაშება, ხოლო ჩიბურდანიძე თეთრებით – ფიერო ბაკეროს. ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ეტაპი 11 ტურად მიმდინარეობს, მისი გამარჯვებული კი 6 500 ევროს მიიღებს.

ფიდე-ს ქალთა გრან-პრის მე-6 ეტაპი. დოჰა (ყატარი). 20 თებერვალი-6 მარტი
მე-6 ტური
ნანა ძაგნიძე (2550)
– იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484) 1:0
ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2607) – მაია ჩიბურდანიძე (2502) 1:0
ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2475) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2454) 0.5:0.5
ჩენ ჟუ (ყატარი, 2495) – ბატხუაიგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2410) 0:1
მარტა ფიერო ბაკერი (ეკვადორი, 2363) – მარი სებაგი (საფრანგეთი, 2489) 0:1
პია კრამლინგი (შვედეთი, 2516) – ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2546) 1:0

სატურნირო მდგომარეობა
5.5 – დანიელიანი;
4 – კრამლინგი, სებაგი;
3.5 – კონერუ;
3 – ფიერო ბაკერო, ძაგნიძე;
2.5 – მუნგუნტუული, ჩიბურდანიძე;
2 – სტეფანოვა, ჟუ, ქსუ, მკრტჩიანი;

მე-7 ტური
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2546) – ნანა ძაგნიძე (2550)
მაია ჩიბურდანიძე (2502) – მარტა ფიერო ბაკერი (ეკვადორი, 2363)
მარი სებაგი (საფრანგეთი, 2489) – პია კრამლინგი (შვედეთი, 2516)
ბატხუაიგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2410) – ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2607)
ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2454) – ჩენ ჟუ (ყატარი, 2495)
იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484) – ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2475)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161635