ფიდემ ქალთა და ვაჟთა შორის ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა. მართალია, გასულ წელთან შედარებით ძაგნიძის რეიტინგმა 9 პუნქტით მოიკლო და ამჟამად 2541-ს შეადგენს, მაგრამ უფრო მეტით დაიკლო რეიტინგში მე-5 ადგილზე მყოფმა ჟაო სიუ-მ, რომელსაც 1 თვის წინ 2552 ჰქონდა ახლა კი 14-ით ნაკლები, 2538 აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძაგნიძემ მეექვსედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
გთავაზობთ საუკეთესო ათეულს ქალთა შორის
- იუდიტ პოლგარი (უნგრეთი, 2685 პუნქტი)
- ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2629)
- ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2613)
- ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2561)
- ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2541)
- კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2540)
- ჟაო სიუე (ჩინეთი, 2538)
- ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2532)
- ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2526)
10. ვიქტორია ჩმილდტე (ლიტვა, 2525)
საუკეთესი ასეულში ძაგნიძის გარდა კიდევ რამდენიმე ქართველი მოჭადრაკე იმყოფება. ესენი არიან: 12. ბელა ხოტენაშვილი (2518), 27. ლელა ჯავახიშვილი (2475), 34. ნინო ხურციძე (2460), 39. სალომე მელია (2454), 57. ნინო ბაციაშვილი (2417), 67. მერი არაბიძე (2406), 72. სოფიკო გურამიშვილი (2396), 87. თამარ წერეთელი (2375), 92. მაია ლომინეიშვილი (2366).
20 წლამდე გოგონათა შორის პირველ ათეულში საქართველოს მერი არაბიძის სახით 1 წარმომადგენელი ჰყავს, რომელიც 2406 პუნქტით მე-5 ადგილზე იმყოფება. არაბიძის გარდა, პირევლ ასეულში კიდევ ერთ ქართველ მარიამ დანელიას 2237 პუნქტით 32-ე ადგილი უკავია.
ვაჟთა საუკეთესო ასეულში საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა (2712) 35-ე ადგილზე იმყოფება.
გთავაზობთ ვაჟთა შორის საუკეთესო პირველ ათეულს, ესენი არიან:
- მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2882)
- ლევონ არონიანი (სომხეთი, 2815)
- ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2792)
- ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2795)
- ფაბიანო კარუანა (იტალია, 2783)
- ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2783)
- ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2772)
- ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2772)
- სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2770)
10. ლეიმიერ პერეს დომინგესი (კუბა, 2768)
20 წლამდე ვაჟთა შორის პირველ ათეულზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოს წარმომადგენელი არც პირველ ასეულში ჰყავს.







