ხვალ, ჩინეთის ქალაქ ჰანგჟოუში სტარტს აიღებს ქალთა სუპერტურნირი 1st Hangzhou Women Grand Master Chess Tournament, რომელშიც საქართველოს ღირსებას ნანა ძაგნიძე (2537) დაიცავს. ტურნირი წრიული სისტემით ცხრა ტურად გაიმართება, გამარჯვებული კი 23 ივლისს გამოვლინდება.
ჩინურ პირველობაზე სულ ათი მოჭადრაკე ითამაშებს: 1. ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2575), 2. ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2560), 3. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2557), 4. ნანა ძაგნიძე (2537), 5. ანა ზატონსკიხი (ამერიკა, 2522), 6. ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი, 2515), 7. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი, 2513), 8. მარია სებაგი (საფრანგეთი, 2510), 9. ჟუ ჩენი (ყატარი, 2485), 10. ჩჟაო სიუე (ჩინეთი, 2470)
ჰანგჟოუს ტურნირის ჩემპიონის საპრიზო ფონდიდან ხუთ ათას დოლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი ოთხი ათასით დაჯილდოვდება, მესამეზე გასული კი – ორი ათასით.







