ჭადრაკი

16:18 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე მე-5 ადგილს ინარჩუნებს

ფიდე-ს მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ისევ ნანა ძაგნიძეს გააჩნია, რომელიც 2570 პუნქტით მე-5 ადგილზეა.

ქალთა კლასიფიკაციის სათავეში კვლავაც უნგრელი იუდიტ პოლგარი (2675) იმყოფება, მოწინავე ათეულის სრული შემადგენლობა კი ასეთია: იუდიტ პოლგარი (2675), ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2673), ძიუ ვენძიუნი (2582), ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2581), ნანა ძაგნიძე (2570), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2548), ალეკსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2542), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2530), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2530), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2528).

რეინტიგის მოწინავე ასეულში სხვა ქართველი მოჭადრაკეებიც არიან: 13. ბელა ხოტენაშვილი (2523), 23. ლელა ჯავახიშვილი (2481), 29. სალომე მელია (2472), 35. ნინო ხურციძე (2460), 47. ნინო ბაციაშვილი (2434), 59. მერი არაბიძე (2409), 81. სოფიკო გურამიშვილი (2381), 93. მაია ლომინეიშვილი (2364).

ვაჟთა ასეულში ვაჟთა ასეულში ერთადერთი ქართველია – ბაადურ ჯობავა. იგი 2717 პუნქტით 32-ე პოზიციაზე იმყოფება.  კლასიფიკაციის მოწინავე ათეული ასეთია: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2863), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2844), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2800), ალექსანდ გრიშჩუკი (რუსეთი, 2797), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2793), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2785), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2768), სერგეი კირიაკინი (რუსეთი, 2767), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2764), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2764).

20-წლამდელ გოგონათა კლასიფიკაციის სათავეში ხსენებული ჰოუ იფანი გახლავთ, ქართველთაგან მერი არაბიძე (2409) მეშვიდეა, მარიამ დანელია (2228) – 42-ე, ნატო იმნაძე (2175) – 68-ე, ხოლო ნინო ხომერიკი (2168) – 74-ე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128361