ჰიბრალტარში, Tradewise Gibraltar Chess Festival 2013-ის მეხუთე ტურში პირველი მარცხი იწვნია სალომე მელიამ ჯევაინ ჯონსთან პარტიაში. ნანა ძაგნიძემ მეოთხე ტურში ქულის დაკარგვის შემდეგ კვლავ იმარჯვა, ამჯერად თეთრი ფიგურებით გუდმუნდურ კიარტანსონს სძლია. ქულა მოიპოვა შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია-გრანტმა კრისტიან მეიერთან შეხვედრაში.
ხუთი ტურის შემდეგ ორხელისუფლიანობაა - ქულათა მაქსიმუმი აქვთ ნიკიტა ვიტიუგოვსა და ლიემ ლი კინგს. მათ ნახევარ ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ვასილი ივანჩუკი, დავიდ ნავარა, კირილ გეორგიევი, იუ იანგი, ჯევაინ ჯონსი და ვლადისლავ ტკაჩიევი. ამათ კვალში 4-4 ქულით მოჭადრაკეთა ჯგუფი მიჰყვება, რომელთა შორის ნანა ძაგნიძეცაა. დღეს ნანას მეტოქე მაიკლ ადამსია.
სალომე მელია (3,5 ქულა) თეთრი ფიგურებით სებასტიან მეიზს ეთამაშება, ქეთევა არახამია-გრანტი (3) კი - შავი ფიგურებით იან ლინდსს დაუპირისპირდება.







