ჭადრაკი

14:02 | 8.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე და მელია ლიდერთა შორის

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის რიგით მე-15 ინდივიდუალურ ჩემპიონატის 2 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 12 მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა შორის 2 ქართველია.

დამატებითი მაჩვენებლებით ნანა ძაგნიძე (2541) პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო სალომე მელიას (2454) მე-7 პოზიცია უკავია. პირველ ნომრად განთესილმა ძაგნიძემ გასულ ტურში შავი ფიგურებით თანამემამულე სოფიო გვეტაძე (2356) დაამარცხა, მელიამ კი თეთრებით რუს ევგენია ოვოდს (2330) სძლია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობაზე კიდევ 7 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა მდგომარეობა ასეთია: 24. ლელა ჯავახიშვილი (2474) – 1.5, 25. ნინო ხურციძე (2460) – 1.5, 26. სოფიკო გურამიშვილი (2402) – 1.5, 27. მერი არაბიძე (2406) – 1.5, ...36. ნინო ბაციაშვილი (2417) – 1.5, ...42. სოფიო გვეტაძე (2356) – 1.0, ...110. მადონა ბოკუჩავა (2027) – 0.

მე-3 ტურში ცენტრალური ძაგნიძის და მელიას დაპირისპირება იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მონაწილეთა შორის 26 ქვეყნის 106 მოჭადრაკეა, მათ შორის 96 საერთაშორისო წოდების მქონე.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონის წილად 11 000 მოდის. მეორე ადგილი – 9 000-ს მიიღებს, მესამე – 7 000-ს, სულ კი საპრიზო თანხებს მოწინავე ოცეულში გასულები მიიღებენ. მე-20 ადგილოსანს 1 000 ევრო ერგება.

პირველ თოთხმეტ პოზიციაზე გასული მოჭადრაკეები ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

ჩემპიონატი 11 ტურად 17 ივლისის ჩათვლით ტარდება, 13 ივლისის გარდა. ამ დღეს  მონაწილეები დაისვენებენ. ისიც ვთქვათ, რომ 40 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია.

0.143642