ფეხბურთი

19:32 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუშან უჰრინი “დინამოდან” წავიდა

 “დინამოსა” და ლანჩხუთის “გურიას” მატჩის დასრულების შემდეგ თბილისელთა ჩეხმა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა განაცხადა, რომ კლუბიდან მიდის და კარიერას ჩეხეთში, “პლზენის” დამრიგებლად გააგრძელებს. უჰრინი ლანჩხუთელებთან შეხვედრის შემდეგ დინამოელთა ფანკლუბ “გლადიატორების” ტრიბუნასთან მივიდა და გუნდის ქომაგებს გამოემშვიდობა.

ჩეხი სპეციალისტის თქმით, იგი პარასკევს, 6 დეკემბერს 13 საათზე პრესკონფერენციას ჩაატარებს და ყველა დეტალს ნათელს მოჰფენს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11417