ფეხბურთი

10:31 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დუნგამ შტაბში ტაფარელს უხმო

ბრაზილიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებას შეუდგა და უკვე გავრცელდა ინფორმაცია მისი პირველი შესაძლო ასისტენტის შესახებ. O Globo-ს ცნობით, დუნგას მეკარეთა მწვრთნელად კლაუდიო ტაფარელის დანიშვნა სურს, რომელიც ამჟამად სტამბოლის “გალათასარაიში” მუშაობს.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ბრაზილიის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი დუნგას შეთავაზებას. შეგახსენებთ, კლაუდიო ტაფარელი “სელესაოში” 1987-1998 წლებში გამოდიოდა და 1994 წელს, გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.  

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111744