არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში გრძელდება რიგით მე-15 ღია საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ორასამდე მონაწილე ჰყავს. შეიხ რაშიდ ბინ ჰამდამ მაკტუმის თასზე უკვე 2 ტურის პარტიები მიილია და ქულათა მაქსიმუმით 38 მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა შორის 3 ქართველიცაა: მიხეილ მჭედლიშვილი (2640), ლევან ფანცულაია (2556) და ბელა ხოტენაშვილი (2492).
დამატებითი მაჩვენებლებით, მჭედლიშვილი მე-10 ადგილზეა, ფანცულაია – მე-18-ზე, ხოლო ხოტენაშვილი – 27-ეზე. მარცხი შეემთხვათ და სატურნირო მდგომარეობა გაიაუარესეს არაბული ტურნირის დანარჩენმა ქართველმა მონაწილეებმა. თითო ქულით სოფიკო ხუხაშვილი (2386) მე-80-ე პოზიციაზე იმყოფება, მაკა ფურცელაძე (2347) 86-ე გახლავთ, კონსტანტინე შანავა (2578) კი – 132-ე.
მე-3 ტურში ლიდერთა შორის მყოფი ქართველი მოჭადრაკეები შავი ფიგურებით ითამაშებენ. მჭედლიშვილი სომეხ აირაპეტიანს (2503) დაუპირისპირდება, ხოტენაშვილი საფრანგეთის სახელით მოთამაშე ისტრატესკუს (2648) გაეჯიბრება, ხოლო ფანცულაიას მეტოქე ინდოელი გროვერი (2467) იქნება.
დუბაის ტურნირი, რომელზეც პირველ ნომრად სომეხი
არაბული პირველობის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია, სიდანაც გამარჯვებული ჯილდოდ 10 ათას დოლარს მიიღებს, შემდეგ კი საპრიზო თანხები ასე ნაწილდება: II ადგილი – 7 000; III ადგილი – 4 000; IV – 3 500; V – 2 500;...







