ფეხბურთი

16:39 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული დერბი და ყაზაიშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი

 

არნემის "ვიტესმა" დერბიში მოიგო, კერძოდ, გასვლაზე 3:2 იმარჯვა "ნაიმეგენთან". "ვიტესი" უპირატესობას ფლობდა, ორჯერ იგებდა და საგოლე მომენტებიც ჰქონდა, თუმცა ბოლოს, 86-ე წუთზე გაუშვა და 2:2 გახდა. ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ ბოლო წუთზე ბრაზილიელმა ლუკას პიაზონმა შეაგდო. ამ მომენტში საგოლე პასი გააკეთა ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც ერედივიზიონში მშვენიერ სეზონს ატარებს და ამ მატჩშიც ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ყაზაიშვილს საგოლე შანსიც ჰქონდა.

ვაკოს მსგავსად, სრულად ჩაატარა მატჩი კაპიტანმა გურამ კაშიამაც. გიორგი ჭანტურია კი, გეცოდინებათ, დისკვალიფიცირებულია და კიდევ 4 მატჩში ვერ დაეხმარება გუნდს.  "ვიტესი" მეოთხე ადგილზეა, თუმცა მხოლოდ ქულით ჩამორჩება ლიდერს და ერთი თამაში მარაგში აქვს. ასე რომ, მერაბ ჟორდანიას კლუბი პოტენციური ლიდერია.

რუსულ პრემიერლიგაში ალეკო ამისულაშვილის "კრილიამ" გასვლაზე 0:2 წააგო მოსკოვის "დინამოსთან" და მე-12 ადგილზეა. ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. წააგო მისმა გუნდმა, მაგრამ ქართველი მცველის ბრალი ნაკლებადაა: ორჯერ უეჭველ გოლს გადაარჩინა თავისიანები.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115646