ფეხბურთი

17:04 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დოსტანიჩისა და “ზესტაფონის” გზები გაიყარა

სერბი სპეციალისტი რატკო დოსტანიჩი საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი აღარაა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ზესტაფონის” პრესატაშემ სერგო ფუტკარაძემ აცნობა:

“კლუბის ხელმძღვანელობა და რატკო დოსტანიჩი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.  3 ნოემბერს, ბოლნისის “სიონთან” მატჩისთვის გუნდს ლევან ბაჯელიძე ამზადებს, რომელიც დოსტანიჩიც ასისტენტი იყო. სერბი სპეციალისტის შემცვლელთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია”.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მთავარი მწვრთნელი უმაღლესი ლიგის ორ გუნდს შეეცვალა. “ზესტაფონიდან” დოსტანიჩის წასვლამდე, ცხინვალის “სპარტაკში”, ვლადიმერ ხაჩიძის ნაცვლად, კახა კაჭარავა დაინიშნა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156517