ფეხბურთი

13:11 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” ლევანდოვსკის შემცვლელებზე ამუშავდა

“დორტმუნდის” ხელმძღვანელობა თავდასხმის ხაზში პოლონელი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელებს ეძებს. “ბილდის” ცნობით, დორტმუნდელებს ორი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავთ.

ყველაზე რეალურია, რომ “სიგნალ იდუნა პარკზე” ბერლინის “ჰერტას” თავდამსხმელი ადრიან რამოსი გამოჩნდეს. დორტმუნდელთა ხელმძღვანელობა მისი თამაშით მოხიბლულია და კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს. რამოსმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 16 გოლი მიითვალა.

“ჰერტას” მთავარმეგოლის გარდა, “დორტმუნდი” ინგლისური “ფულემის” ფორვარდ კოსტას მიტროღლუსაც უმიზნებს. გერმანელები მის ტრანსფერზე რამოსის გადაბირების შემდეგ ამუშავდებიან.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონიდან მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას დაიცავს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111552