ფეხბურთი

12:21 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” ჯეკოთი დაინტერესდა

“მანჩესტერ სიტის” ფორვარდის – ედინ ჯეკოს გადაბირება გერმანულ “დორტმუნდს” სურს. ამის შესახებ ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან.

როგორც ირკვევა, გერმანელებს ბოსნიელის შეძენა სერიოზულად აქვთ გადაწყვეტილი. თავდამსხმელის შესაძენად, “დორტმუნდს” 15-20 მილიონი გირვანქა სტერლინგი აქვს გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ჯეკოსთვის ბუნდესლიგა ნაცნობია, რადგან წლების განმავლობაში “ვოლფსბურგში” თამაშობდა. ჯეკოსთვის ბრძოლაში, “დორტმუნდის” კონკურენტი მილანის “ინტერი” იქნება.

 

თეგებიედინ ჯეკო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11022