ფეხბურთი

22:17 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დომენეკი: “ბენზემა თავის უვარგისობას კვლავ ამტკიცებს”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, რაიმონ დომენეკმა, “სამფეროვნებსა” და საქართველოს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მასპინძელთა თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა გააკრიტიკა და მას უსარგებლო ფეხბურთელი უწოდა.

“ამას აქამდეც ვამბობდი და იგივეს გავიმეორებ – ბენზემა კვლავ ადასტურებს იმას, რომ ის უსარგებლო ფეხბურთელია. რაც შეეხება ფრანკ რიბერის, ის ისეთივე არასტაბილურია, როგორიც იყო.” – ციტირებს დომენეკის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა ეროვნულ გუნდში პირველად სწორედ დომენეკმა გამოიძახა. ეს 2006 წელს მოხდა. 4 წლის შემდეგ, ფრანგმა სპეციალისტმა უკვე “რეალში” მოთამაშე ბენზემა მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხდს მიღმა დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110633