სხვა

16:17 | 5.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

დოკვაძემ მსოფლიოზე ბრინჯაო გაინაღდა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში დასასრულს უახლოვდება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი კრივში, სადაც ასპარეზობას ერთადერთი ქართველი სპორტსმენი აგრძელებს. 81 კგ. წონით კატეგორიაში ალექსანდრე დოკვაძემ სამი ბრძოლა მოიგო და ნახევარფინალში გააღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრინჯაოს მედალი განაღდებული აქვს.
დოკვაძე პირველ რაუნდში თავისუფალი გახლდათ, შემდეგ კი გზიდან აზერბაიჯანელი რაჰიმოვი (მეტოქეს დისკვალიფიკაცია მისცეს), თურქი კილიჩი (18:5) და ირანელი ომიდი (8:6) ჩამოიცილა. 6 დეკემბერს, ნახევარფინალში, ქართველი მოკრივის მეტოქე შოტლანდიელი ფორესტი იქნება, მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს რუსი შახმანოვი და სომეხი არუთუნოვი დაუპირისპირდებიან.
სხვა ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა უკვე დაასრულეს. გიორგი გაბოძე (52 კგ.) პირველ წრეში ირლანდიელ უოლკერთან 7:14 დამარცხდა, ალეკო ლურსმანაშვილი (56 კგ.) საწყის რაუნდში ისვენებდა, შემდეგ კი მან პუერტო-რიკოელ რივერასთან 11:15 წააგო. ასევე მე-2 რაუნდში კანადის სახელით მოასპარეზე ბიარსლანოვს ვერ გაუმკლავდა ჯემალ შალამბერიძე (64 კგ.) – 17:21.
69 კგ. წონით კატეგორიაში საწყის წრეში თავისუფალი იყო კონსტანტინე ხვისტანიც, რომელმაც შემდგომში ფინელი ჰიეტალას დაჯაბვნა (14:11) კი მოახერხა, თუმცა უკრაინელ კოსიმოვთან ვეღარაფერი გააწყო – 6:12. იდენტურად “იარა” ბერიკა მხეცაძემაც (75 კგ.), რომელმაც დასვენების კვალად მონღოლი ხალი დისკვალიფიკაციის ხარჯზე ჩამოიცილა, მერვედფინალში კი ინდოელ სანდეეპთან წააგო – 8:17. დასასრულ 91 კგ-ზე ვთქვათ, სადაც დათა კვირკველია საწყის შერკინებაშივე სომეხ სიმონიანთან დამარცხდა – 8:19.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094444