კატალონიის “ბარსელონას“ ყოფილ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ოჯახში მბძრანებლობა და პირველკაცობა ისე ძალიან ჰყვარებია, რომ როდესაც რამე არ მოსწონს, არც ყვირილსა და გინებას ერიდება. ამის შესახებ კატალონიელი მწვრთნელის მეუღლემ, კრისტინა სერამ ისაუბრა.
ესპანელ ჟურნალისტებს კრისტინა სერა იმაშიც გამოუტყდა, რომ თუკი “ბარსელონა” წააგებდა, სახლში პეპთან დალაპარაკებაც კი არ შეიძლებოდა. ახალგაზრდა კატალონიელი თურმე ძალიან მძიმედ იტანს თავისი გუნდის მარცხს და ნერვების მოთოკვა უჭირს.
მიუხედავად ქმრის ხასიათის ასეთი სიმკვეთრისა, კრისტინა სერა იმასაც ამბობს, რომ გვარდიოლა ბუნებით თბილი და გულღია ადამიანია. როდესაც პეპი ვინმესთან კამათობს, შემდეგ ძალიან მალე შეუძლია ამისათვის ბოდიშის მოხდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გვარდიოლა დოღრიალა კაცია, მაგრამ გულში ბოღმის ჩადება არ იცის.







