ფეხბურთი

15:28 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვინკომ და ვუჩინიჩმა გერმანიისკენ გაიხედეს

შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელები – სებასტიან ჯოვინკო და მირკო ვუჩინიჩი გერმანიის ბუნდესლიგაში გადაბარგდნენ. Tuttomercatoweb-ის ცნობით, იტალიელისა და ჩერნოგორიელის ხილვა “ვოლფსბურგს” სურს.

ჯერჯერობით, საქმე ოფიციალურ წინადადებამდე არ მისულა, თუმცა “მგლები” ერთ-ერთი მათგანის შესაძენად მაინც გეგმავენ ბრძოლას. საგულისხმოა, რომ ტურინიდან აბარგების წინააღმდეგნი არც თავად ფეხბურთელები არიან.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “იუვენტუსი” კარლოს ტევესითა და ფერნანდო ლიორენტეთი გაძლიერდა, რაც გუნდში კონკურენციას კიდევ უფრო ზრდის.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114836