ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოდ დარჩენის კომპენსირება ტორონტოში მოახერხა. კანადის ამ ქალაქის ტურნირის ფინალში სერბმა ფრანგ რიშარ გასკეს 6:3, 6:2 მოუგო და შარშან დაუფლებული ტიტული შეინარჩუნა.
“მოხარული ვარ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჩოგბურთო შეჯიბრებაზე კიდევ ერთხელ რომ ვიმარჯვე. ოლიმპიადაზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ტორონტოში მოგების ნაკლებად მჯეროდა. აქ ხომ მძიმე ემოციური განწყობით ვასპარეზობდი და კარგია, ფსიქოლოგიური წონასწორობა რომ აღვიდგინე. კონკრეტულად ფინალურ დაპირისპირებას რაც შეეხება, გასკეს უპირველესად ზუსტი მოწოდების ხარჯზე ვაჯობე”, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.
დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგსიას რაც შეეხება, მოწინავეთა ათეულში დაბრუნდა ამერიკელი ჯონ იზნერი, ტორონტოს ტურნირის ნახევარფინალისტი იანკო ტიპსარევიჩი კი ერთი საფეხურით დაწინაურდა და ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ ხუან მარტინ დელ პოტროს გადაასწრო.
South African Airways ATP Rankings
1 (1) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 11345
2 (2) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 11270
3 (3) რაფა ნადალი (ესპანეთი) 8895
4 (4) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 8200
5 (5) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 5455
6 (6) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 4880
7 (7) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4425
8 (9) იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 3320
9 (8) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 3305
10 (11) ჯონ იზნერი (აშშ) 2890







