ჩოგბურთი

10:20 | 7.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ლენდლის რეკორდი გააუმჯობესა

მადრიდში მიმდინარე სუპერტურნირის მეოთხედფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა სამსეტიან რთულ ორთაბრძოლაში ესპანელ დავიდ ფერერს მოუგო და ნახევარფინალურ სტადიაზე გასვლასთან ერთად, მნიშვნელოვან შედეგსაც მიაღწია. სერბმა წლეულს მიჯრით 30-ე მატჩი მოიგო და ამ მაჩვენებლით, ლეგენდარული ივან ლენდლის უწინდელი რეკორდი გააუმჯობესა. ლენდლს ზედიზედ 29 მოგება 1989 წელს ჰქონდა.
მეოთხედფინალური შეხვედრები ორ-ორი სეტით მოიგეს რაფა ნადალმა და როჯერ ფედერერმა. მომდევნო სტადიაზე სწორედ ისინი შეხვდებიან ერთმანეთს და მალიორკელისა და ბაზელელის მორიგი დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. 29 წლის ფედერერმა, შვედ რობინ სოდერლინგს 19-ე პირადი დაპირისპირებიდან მეჩვიდმეტედ სძლია და ნადალთან მატჩსაც იმედიანად ხვდება. თუმცა, პოზიციის დათმობას არც რაფა აპირებს, რომელმაც ფრანგი ლოდრას იოლად დამარცხების შემდეგ განაცხადა, დამაჯერებელმა მოგებამ საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო განმიმტკიცაო.


მადრიდი
Mutua Madrid Open

საპრიზო ფონდი 2 მილიონ 835 ათასი ევრო
მეოთხედფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – რობინ სოდერლინგი (შვედეთი) 7:6, 6:4
ტომას ბელუჩი (ბრაზილია) – ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 7:6, 6:3
რაფა ნადალი (ესპანეთი) – მიკაელ ლოდრა (საფრანგეთი) 6:2, 6:2
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – დავიდ ფერერი (ესპანეთი) 6:4, 4:6, 6:3

ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდებიან
ნადალი – ფედერერი
ჯოკოვიჩი – ბელუჩი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101064