ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის მეოთხედფინალში დღეს ჰოლანდიელ რობინ ჰასეს შეხვდება. პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელი კორტზე გულდამძიმებული გავა, რადგანაც სამშობლოდან სამწუხარო ცნობა მიიღო. ვარჯიშისას “ნოლემ” სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო და როდესაც მის შინაარსს გაეცნო, წვრთნა შეწყვიტა და კორტი თვალცრემლიანმა დატოვა. საქმე ისაა, რომ სერბეთში ნოვაკ ჯოკოვიჩის ბაბუა, ვლადიმირი გარდაიცვალა. “ნოლეს” ბაბუა ძალიან უყვარდა და 1999 წლის ნატოს მიერ სერბეთის საავიაციო დაბომბვის დროს იგი სწორედ ვლადიმირ ჯოკოვიჩის სახლში ცხოვრობდა. “ბაბუა ყოველთვის დადებითი ემოციით აღმავსებს. იგი ჩემთვის ყოველმხრივ მისაბაძი ადამიანია. ვლადიმირი ჩემი კერპია და ბრძოლისუნარიანობა სწორედ მისგან შევითვისე”, - ამბობდა ჯოკოვიჩი წლეულს მაიამის “მასტერზ1000”-ის მოგების შემდეგ.
http://sports.yahoo.com/blogs/tennis-busted-racquet/novak-djokovic-hears-grandfather-death-hours-scheduled-match-151541446.html







