ჩოგბურთი

20:52 | 28.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ფინალზე ჯერ არ ფიქრობს

საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველ ნომრად განთესილმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის ბულონის ტყის კორტებზე წარმატებული სტარტი აიღო. სერბს საწყის მატჩში იტალიელ პოტიტო სტარაჩესთან მხოლოდ პირველ სეტში გაუჭირდა, მომდევნო ორში კი იოლად გაუსწორდა აპენინელს - 7:6 (7:3), 6:3, 6:1. ასპარეზობის დასრულების შემდეგ “ნოლემ” ჟურნალისტებთან საუბრისას შემდეგი განაცხადა: “პოტიტო ამგვარ საფარზე თამაშის ოსტატია, მე კი ცუდად არ მიასპარეზია. ტურნირზე პირველი მატჩი ჩავატარე და მომდევნო პაექრობებში უკეთ გამოსვლას ვაპირებ. მთავარია, თანდათან თამაშიც ხარისხი გავაუმჯობესო, “როლან გაროსის” ფინალზე კი ჯერჯერობით არ ვფიქრობ”.
მოგებით დაიწყო გამოსვლა ქალთა ერთეულთა ტურნირის შარშანდელმა ჩემპიონმა ნა ლიმ. ჩინელმა იოლად მოუგო რუმინელ სორანა კირსტიას 6:2, 6:1. “კირსტიასთან მატჩის წინ საკუთარ თავს შევძახე, რომ შარშანდელზე უკეთ გამოსვლაც კი შემიძლია. შევეცდები პარიზში შესაძლებლობები 100 პროცენტით გამოვავლინო”, - თქვა აზიელმა და კიდევ ერთხელ გააჟღერა სინანული რომის “მასტერზ1000-”ზე მარია შარაპოვასთან განცდილი მარცხის გამო. რუსთან წაგება კვლავაც ვერ მომინელებია, თუმცა, მეორე მხრივ, წვიმაში თამაშის გამოცდილება შევიძინე, - დასძინა ლიმ.


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091076