ჩოგბურთი

19:33 | 25.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ბელგრადში არ ითამაშებს

პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბაბუის გარდაცვალების ცნობა მონტე კარლოს ტურნირის მსვლელობისას, ერთ-ერთ ვარჯიშზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღო და თვალცრემლიანმა წვრთნა შეწყვიტა. “ნოლემ” შეჯიბრება მაინც ჩაამთავრა, თუმცა, ფინალში რაფა ნადალთან უშანსოდ დამარცხდა. ამ დღეებში ბელგრადში სერბეთის ღია პირველობა აიღებს სტარტს, მაგრამ მასში ბალკანელ გულშემატკივართა კერპი მონაწილეობას არ მიიღებს. “ჩემთვის ეს უმძიმესი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვიმედოვნებ, სერბი გულშემატკივრები გაგებით მოეკიდებიან ჩემ მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ, ისინი ნებისმიერ რთულ მომენტში გვერდით დამიდგებიან”, - ასე ახსნა საკუთარი განწყობა ჯოკოვიჩმა სოციალური ქსელის მეშვეობით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093712