ჭადრაკი

21:37 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოჯუას წაგება ლიდერობის დათმობად დაუჯდა

ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს. მიმდინარე ჩემპიონატზე მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა.

გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ერთპიროვნული ლიდერის დავით ჯოჯუასა და რეიტინგფავორიტის მიხეილ მჭედლიშვილის შეხვედრა, რომელიც მეტოქეს ქულანახევრით ჩამორჩებოდა. შავებით მოთამაშე მჭედლიშვილმა უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. რაც შეეხება ჯოჯუას, დათოს მიმდინარე ჩემპიონატში პირველი დამარცხება ლიდერობის დათმობად დაუჯდა.

სატურნირო ცხრილის სათავეში კონსტანტინე შანავა და საერთაშორისო ოსტატი გაიოზ ნიგალიძე მოექცნენ, რომლებმაც შესაბამისად დავით მაღალაშვილი და ლევან ფანცულაია დაამარცხეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია და მოულოდნელია ნიგალიძის კარგი თამაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ გაიოზმა რეიტინგფავორიტებთან - მჭედლიშვილთან და ფანცულაიასთან – ერთად ლიდერთა შორის მყოფი ლუკა პაიჭაძე დაამარცხა, ამით მან საუკეთესო ხუთეულში მოხვედრაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა:

დავით ლომსაძე – დავით ზარქუა 1:0

მერაბ გაგუნაშვილი – გიგა ყუფარაძე 0,5-0,5

ფრიდონ ყალაგაშვილი – ლუკა პაიჭაძე 0:1

 

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:

I-II – შანავა, ნიგალიძე 5,5-5,5 ქულა

III-IV – ჯოჯუა, პაიჭაძე 5,0-5,0

V – მჭედლიშვილი 4,5

VI – გაგუნაშვილი 4,0

VII-VIII – ფანცულაია, ყუფარაძე 3,5-,3,5

IX-X – მაღალაშვილი, ლომსაძე 2,5-2,5

XI – ზარქუა 0,5

XII – ყალაგაშვილი 0

 

მე-8 ტურის შეხვედრათა განრიგი:

ყუფარაძე – შანავა

მჭედლიშვილი – მაღალაშვილი

პაიჭაძე – ჯოჯუა

ფანცულაია – ყალაგაშვილი

ზარქუა – ნიგალიძე

გაგუნაშვილი – ლომსაძე

 

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109985