შავი ზღვის ქვეყნების საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული ბულგარელი ივან ჩეპარინოვი (2689) გახდა, რომელმაც 11 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარ რუმინელ ლივიუ-დიტერ ნისიპეანუს (2648) ქულით გაუსწრო.
ბულგარეთის ქალაქ ბურგასში დასრულებული ტურნირის ბოლო ტურში ჩეპარინოვი შავი ფიგურებით ბაადურ ჯობავას (2734) დაუზავდა. რაც შეეხება ქართველ დიდოსტატს, მან თავი 3.5 ქულას მოუყარა და ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, ჯობავას ბურგასის ტურნირზე უმაღლესი რეიტინგი გააჩნდა, თუმცა 11 პარტიაში მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხა, 5 პარტია ფრედ დაასრულა, ოთხში კი მარცხი განიცადა.
მოსალოდნელია, რომ წარუმატებელი ასპარეზობის გამო, ბაადურს დაახლოებით 24 პუნქტი მოაკლდება და ფიდე-ს რეიტინგში 21-ე ადგილიდან სავარაუდოდ 34-ე პოზიციაზე აღმოჩნდება.







