ჭადრაკი

14:32 | 19.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ პოზიციები დათმო

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ალ ფუჯაირაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-7 ტურში პირველ ნომრად განთესილმა ბაადურ ჯობავამ (2710) შავი ფიგურებით ინდოელ ჩანდა სანდიპანთან (2596) წააგო და პოზიციები დათმო. ქართველ დიდოსტატს 3.5 ქულა შერჩა და 58 მონაწილეს შორის მე-15 ადგილზე გადაინაცვლა.
ჯობავას გადაასწრო მიხეილ მჭედლიშვილმა (2639), რომელმაც თეთრებით აზერბაიჯანელი გადირ გუსეინოვი (2621) დაამარცხა და 4.0 ქულით მე-11 პოზიციას უწია. მე-7 ტურში მჭედლიშვილი შავი ფიგურებით ხორვატ ივან სარიჩს (2622) ეთამაშება, ჯობავა კი თეთრებით ჩინელ ქუნ მას (2534) დაუპირისპირდება.
ალ ფუჯაირას ტურნირის ლიდერები სერგეი ფედორჩუკი (უკრაინა, 2562), სურია განგული (ინდოეთი, 2619), ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი, 2702), ალექსანდერ მოისეეენკო (უკრაინა, 2702) და ხსენებული სანდიპანი არიან. მათ აქტივში 4.5-4.5 ქულაა.
ემირატების საჭადრაკო ფესტივალი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი 50 000 დოლარია. სულ ფულად პრიზს 15 საუკეთესო მიიღებს – პირველ-მეხუთე ადგილებზე გასულები, შესაბამისად, 15 000, 10 000, 6 000, 4 000 და 3 000 დოლარით დაჯილდოვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.047119