ხარკოვში დასრულებულ პრესტიჟულ უკრაინულ ტურნირ “თემიდა 2010”-ზე გამარჯვება ჩერნიგოვის საჭადრაკო კლუბმა მოიპოვა, რომლის ქართველმა კაპიტანმა ბაადურ ჯობავამ (2710) სამივე პარტია ბრწყინვალე სტილში მოიგო და გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი დაიდო.
ცნობისთვის, ჯობავამ დაამარცხა ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ექს-ჩემპიონი რუსლან პონომარიოვი (2744) და ასევე ოლიმპიური ჩემპიონი და ევროპის საკლუბო ჩემპიონატების გამარჯვებული პაველ ელიანოვი (2742).
რაც შეეხება მესამე გამარჯვებას, ბაადურმა ის მსოფლიოს პირველი ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონ მარტინ კრაბცივთან (2566) პარტიაში მოიპოვა.
აღნიშნული წარმატებია ხარჯზე, ჯობავამ, რომელსაც გუშინ 27 წელი შუსრულდა, საკუთარ ინდივიდუალურ რეიტინგს 15 ქულამდე შემატა.







