ჭადრაკი

19:26 | 18.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ხუთი ტურის შემდეგ მეხუთეა

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ალ ფუჯაირაში სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირმა, რომელშიც პირველ ნომრად ბაადურ ჯობავა (2710) გახლავთ განთესილი. 5 ტურის თავზე ქართველ დიდოსტატს 3.5 ქულა მოუგროვდა და 58 მონაწილეს შორის მე-5 ადგილზე იმყოფება.
ბაადურმა ინდოელ ჯაიარამ აშვინს (2488), ჩინელ რუიუან იუს (2358) და სომეხ ზავენ ანდრიასიანს (2604) სძლია, აზერბაიჯანელ გადირ გუსეინოვს (2621) დაუზავდა, უკრაინელ სერგეი ფედორჩუკთან (2652) კი მარცხი განიცადა.
ცნობისთვის, ამ უკანასკნელს დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი უკავია, ფედორჩუკის გარდა კი, 4 ქულა აქტივში ფრანგ ეტიენ ბაკროს (2702), უკრაინელ ალექსანდერ მოისეენკოს (2702) და ინდოელ სურია შეხარ განგულის (2619) გააჩნიათ.
მე-6 ტურში ჯობავა შავი ფიგურებით ინდოელ ჩანდა სანდიპანს (2596) ეთამაშება, ბაკრო ფედორჩუკს დაუპირისპირდება, ხოლო მოისეენკო – განგულის.
ალ ფუჯაირას საჭადრაკო ფესტივალი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი 50 000 დოლარია. სულ ფულად პრიზს 15 საუკეთესო მიიღებს – პირველ-მეხუთე ადგილებზე გასულები, შესაბამისად, 15 000, 10 000, 6 000, 4 000 და 3 000 დოლარით დაჯილდოვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166748