საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების უპირობო ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2721) ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ, უახლოეს მეტოქეებს 2 ქულით გაუსწრო და ოქროს მედალი ვადაზე ადრე მოიპოვა. ჯობავამ ჩემპიონობა ლუკა პაიჭაძესთან (2480) პარტიაში გაიფორმა, რომელსაც შავი ფიგურებით 32-ე სვლაზე სძლია.
აღსანიშნავია, რომ გასულ 10 ტურში ბაადურმა 8 მოიგო, 2 კი ფრედ დაასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში ბადალი არ ჰყავს. დასკვნით ტურში ჯობავა თეთრებით დავიდ არუთინიანს (2561) ეთამაშება, ცენტრალური კი დავით ზარქუასა (2446) და მერაბ გაგუნაშვილის (2570) პარტია იქნება, რომლებიც 7-7 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 14 ათასი ლარია, საიდანაც უკვე გაჩემპიონებული ჯობავა 4 500 ლარს მიიღებს და ოლიმპიური ნაკრების წევრადაც ავტომატურად დასახელდება, პირველ-მეორე ადგილოსნები კი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვისაც დაფინანსდებიან.
საქართველოს 71-ე ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის
მე-10 ტური
დავიდ არუთინიანი (2561) – დავით ლომსაძე (2345) 0:1
გიგა ყუფარაძე (2471) – ივერი ჭიღლაძე (2390) 0.5:0.5
ლევან ფანცულაია (2581) – ირაკლი ბერაძე (2298) -:+
ზურაბ ჯავახაძე (2418) – დავით ზარქუა (2446) 0:1
მერაბ გაგუნაშვილი (2570) – კონსტანტინე შანავა (2589) 1:0
ლუკა პაიჭაძე (2480) – ბაადურ ჯობავა (2721) 0:1
სატურნირო მდგომარეობა
1. ჯობავა – 9.0
2-3. გაგუნაშვილი, ზარქუა – 7.0
4-5. პაიჭაძე, შანავა – 6.5
6. ბერაძე – 5.0
7-8. არუთინიანი, ლომსაძე – 4.5
9-10. ჯავახაძე, ყუფარაძე – 4.0
11. ფანცულაია – 1.5
12. ჭიღლაძე – 0.5
მე-11 ტური
ბაადურ ჯობავა (2721) – დავიდ არუთინიანი (2561)
კონსტანტინე შანავა (2589) – ლუკა პაიჭაძე (2480)
დავით ზარქუა (2446) – მერაბ გაგუნაშვილი (2570)
ირაკლი ბერაძე (2298) – ზურაბ ჯავახაძე (2418)
ივერი ჭიღლაძე (2390) – ლევან ფანცულაია (2581)
დავით ლომსაძე (2345) – გიგა ყუფარაძე (2471)







