ჭადრაკი

22:45 | 17.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა “ოქროს კლასიკაზე” ვერ ყოჩაღობს

ჰოლანდიის ქალაქ ამსტერდამში დაიწყო საჭადრაკო ტურნირი “ოქროს კლასიკა” დროის კლასიკური კონტროლით, რომელიც შემდეგს გულისხმობს – მოთამაშეებს 40 სვლაზე 2.5 საათი ეძლევათ, მის შემდეგ კი პარტიის გადადებაა შესაძლებელი.
ტურნირის ინიციატორი პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტი დიდოსტატი ემილ სუტოვსკი (ისრაელი) გახლავთ. შეჯიბრი შვიდ ტურად 22 ივლისამდე წარიმართება, ხოლო 17 და 21 ივლისი გადადებული პარტიების დამთავრების დღეებია. ტურნირის საპრიზო ფონდია 35 ათასი დოლარი, საიდანაც გამარჯვებული 10 000-ს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ამსტერდამულ ტურნირის შედეგები მოჭადრაკეთა რეიტინგზე არ აისახება, ამდენად საინტერესო პარტიების მოლოდინში უნდა ვიყოთ.
ამსტერდამში მთავარი პრიზისთვის ქართველი ბაადურ ჯობავა (2730), ვასილ ივანჩუკი (უკრაინა, 2769), გატა კამსკი (აშშ, 2744), კრიშნან სასიკირანი (ინდოეთი, 2707), ემილ სუტოვსკი (ისრაელი, 2687), ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი, 2693) და ქალთა შორის მსოფლიოს რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფი ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2606) იბრძვიან.
“ოქროს კლასიკის” 3 ტურის თავზე 2.5 ქულით ივანჩუკი დაწინაურდა, მისი უახლოესი მდევრები კი კამსკი და მუზიჩუკი არიან, რომლებიც უკრაინელს ქულით ჩამორჩებიან.
სამწუხაროდ, ვერ ყოჩაღობს ჯობავა, რომელმაც ივაჩუკთან და სასიკირანთან წააგო, მუზიჩუკს კი დაუზავდა და 0.5 ქულით შვიდ მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე იმყოფება.
18 ივლისს ამსტერდამულ ტურნირზე მე-4 ტური შედგება, ჯობავას კი დასვენების დღე ექნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087924