ჭადრაკი

21:59 | 8.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს

ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე მასშტაბურ საჭადრაკო ტურნირზე, ხუთი ტურის თავზე, მაქსიმალური შედეგით (მოგებაზე 3 ქულაა, ფრეზე – 1), ხორვატი ივან სარიჩი (2637) დაწინაურდა, მეორე-მესამე ადგილებზე კი, 13-13 ქულით, გერმანელი არკადი ნაიდიჩი (2716) და ქართველი ბაადურ ჯობავა (2704) იმყოფებიან.


მე-5 ტურში, ბაადური შავი ფიგურებით ლუკა ლენიჩს გადაეყარა და შავი ფიგურებით 36-ე სვლაზე იმარჯვა. ცნობისთვის, სარაევოს საჭადრაკო ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და ცამეტ მაისს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 51 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებულს 10 ათასი ერგება.
აქვე ვთქვათ, რომ შაბათს, მთავარ შეჯიბრში დასვენების დღე გახლდათ, თუმცა, ბლიც-ტურნირი შედგა, რომელშიც ჯობავას მონაწილეობა არ მიუღია. ცამეტ ტურში, საუკეთესო შედეგი სომეხმა ჰრანტ მელკუმიანმა აჩვენა, რომელმაც 11.0 ქულა მოაგროვა და სპეციალური პრიზი დაისაკუთრა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091148