ბურგასში მიმდინარე შავი ზღვის ქვეყნების საჭადრაკო ტურნირზე, დღეს 2 ტურის პარტიები გაიმართა, რომელმაც ქართველი ბაადურ ჯობავასთვის (2734) სახეირო შედეგები ვერ მოიტანა. ჯობავა ბულგარულ ტურნირზე პირველ ნომრად კი გახლავთ განთესილი, თუმცა, 4 ტურის თავზე ბოლო ადგილზე იმყოფება.
გასულ ტურებში ბაადური თეთრი ფიგურებით უკრაინელ ალექსანდერ არეშჩენკოს (2702) დაუზავდა, შემდეგ კი შავებით მასპინძელ ივან ჩეპარინოვთან (2689) დამარცხდა და თურქი სუატ ატალიკის (2603) დარად, აქტივში მხოლოდ 1.0 ქულა გააჩნია.
3.0 ქულით ლიდერი ხსენებული ჩეპარინოვია, რუს ვლადიმი მალახოვს (2700) და არეშჩენკოს კი 2.5-2.5 ქულა გააჩნიათ.
შავი ზღვის საჭადრაკო ტურნირის საპრიზო ფონდი 10 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 2 750 ევროს მიიღებს. ტურნირი ორ წრედ და ათ ტურად წარიმართება და 19 სექტემბერს დასრულდება.







