ჭადრაკი

2:48 | 25.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა – 11-დან 10

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ჩემპიონატის დასკვნით ტურში ბაადურ ჯობავამ (2721) თეთრი ფიგურებით დავიდ არუთინიანიც (2561) დაამარცხა და 11 ტურში 10.0 ქულა მოაგროვა. შეგახსენებთ, რომ ჯობავას ჩემპიონის ტიტული ისედაც განაღდებული ჰქონდა და ამ მოგების წყალობით კი, მართლაც რომ ჩინებული მონაგარი მოუგროვდა.
ბაადურმა საპრიზო 14 ათასი ლარიდან 4 500 ლარი მიიღო და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრადაც ავტომატურად დასახელდა, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის კი, მის გარდა მერაბ გაგუნაშვილიც (2570) დაფინანსდება. ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში სწრაფი ყაიმი დავით ზარქუასთან (2446) გააფორმა, რომელმაც ასევე 7.5 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092526