ინგლისური “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ მისი გუნდის შემტევი ნახევარმცველი, ჯო კოული გუნდს კვირას, “ტოტენჰემთან” გასამართ მატჩში დაუბრუნდება.
“ჯო გუნდს კვირის თამაშში უნდა დაუბრუნდეს. იმედი გვქონდა, რომ იგი მოედანზე გასვლას “ვესტ ჰემთანაც” შეძლებდა, მაგრამ მკურნალობის პროცესი გაიწელა. ახლა, იგი უკვე ძალზე ახლოსაა სრულად გამოჯანმრთელებასთან. თეძოს კუნთის ტრავმა საკმაოდ სახიფათო რამაა და თუ ექიმები ამბობენ, რომ მოცდაა საჭირო, ესეიგი ასეა” – ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულში” გასულ ზაფხულში გადასულ ჯო კოულს უქმად ყოფნა 31 ოქტომბრის შემდგ უწევს, მას შემდეგ კი მისმა გუნდმა 5 მატჩი გამართა.









