ფეხბურთი

16:57 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინოს აშშ-ში ელიან

შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო სეზონში, იტალიური “ჯენოას” ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო აშშ-ში გადაბარგდეს. Gოალ-ის ცნობით, 31 წლის იტალიელის გადაბირება MLS-ის კლუბ “ტორონტოს” სურს.

იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ჩეზარე პრანდელი ჯილარდინოს სამუნდიალო შემადგენლობაში განიხილავს და შესაძლოა, აშშ-ში გადასვლის შემთხვევაში, აზრი შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, თავად ფეხბურთელი ოკეანის მიღმა კარიერის გაგრძელებას არ ჩქარობს.

რამდენადაც ცნობილია, 31 წლის მეგოლე ტურინის “იუვენტუსსაც” სურს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100565