ფეხბურთი

11:15 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინო “რომას” უახლოვდება

დიდი ალბათობით, იტალიური “ჯენოას” ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო კარიერას “რომაში” განაგრძობს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ჯალოროსიმ” გენუელებთან 30 წლის იტალიელის ტრანსფერი უკვე შეათანხმა.

აღსანიშნავია, რომ ჯილარდინოს გადაბირება ესპანურ “ვილიარეალსაც” სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ჯილარდინომ იჯარის წესით “ბოლონიაში” გაატარა. იტალიის ჩემპიონატის 36 მატჩში, ფორვარდმა 13 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119107