ფეხბურთი

15:42 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინო “ჯენოაში” რჩება

 

იტალიური “ჯენოას” ფორვარდმა ალბერტო ჯილარდინომ განაცხადა, რომ კლუბის შეცვლას უახლოეს პერიოდში არ გეგმავს. იტალიის ეროვნული ნაკრების კანდიდატი გენუაში თავს კარგად გრძნობს.

“ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ჩემთან დაკავშირებულ სათაურებს ვკითხულობ, მაგრამ “ჯენოას” ფეხბურთელი ვარ და აქ დარჩენა მინდა”, - უთხრა თავდამსხმელმა Football Italia-ს.

რამდენადაც ცნობილია, ჯილარდინოს გადაბირება ტურინის “იუვენტუსს” სურს. გარდა ამისა, იტალიელის სახელს აშშ-ს კლუბებსაც უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118727