ფეხბურთი

16:18 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინო “ჯენოაში” ბედნიერია

იტალიელი ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო ტურინის “იუვენტუსში” ტრანსფერის ჩაშლის გამო გულდაწყვეტილი არაა და “ჯენოაში” თავს ბედნიერად გრძნობს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განუცხადა იტალიელ ჟურნალისტებს.

“ჯენოაში” დავრჩი და ბედნიერი ვარ, ასე რომ მოხდა. ახლა, კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და მაღალ დონეზე თამაში შემიძლია. შეხედეთ კლოზეს, ტოტის, დი ნატალეს, რომლებიც ამ ასაკშიც კი ბევრს იტანენ. მინდა, ისეთ დონეს მივაღწიო, რომ წლების შემდეგაც რეგულარულად გამქონდეს გოლები”, - განაცხადა თავდამსხმელმა.

რამდენადაც ცნობილია, “იუვენტუსი” ჯილარდინოს ყიდვას ზამთარშიც ეცდება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123714