ფეხბურთი

11:41 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინო აშშ-ს გზას ადგას

საქმე ისე მიდის, რომ “ჯენოას” ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო იტალიაში უკანასკნელ სეზონს ატარებს. Sky Italia-ს ცნობით, გენუელთა თავდამსხმელი სეზონის ბოლოს აშშ-ში გადაბარგდება და “ტორონტოსთან” გააფორმებს კონტრაქტს.

იტალიელი მეგოლე ამერიკელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება. ეს ჯილარდინოს საზაფხულო გეგმებია, იქამდე კი, იტალიელი “ჯენოას” დახმარებასა და ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს გეგმავს.

ზემოთთქმული წყარო ირწმუნება, რომ ჯილარდინო თავის გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაადასტურებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113837