ჭადრაკი

0:56 | 27.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯერმუკში ჰოუ დაწინაურდა

სომხეთის ქალაქ ჯერმუკში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის მორიგ ეტაპზე 9 ტურის თავზე 6.5 ქულით ჩინელი იიფან ჰოუ (2617) დაწინაურდა, რომელმაც შავი ფიგურებით რუსი ეკატერინა კოვალევსკაია (2417) დაამარცხა.
ქართველი ნინო ხურციძე (2456) შავი ფიგურებით უკრაინელ კატერინა ლაჰნოს (2537) დაუპირისპირდა და ყაიმი გააფორმა. შედეგად, ქართველმა მოჭადრაკემ 2.5 ქულა მოაგროვა, თუმცა 12 მონაწილეს შორის კვლავ ბოლო ადგილზე რჩება.
ხურციძეს ჯერმუკში ორი პარტია დარჩა ჩასატარებელი. 27 ივლისს ნინო თეთრებით მონღოლ ბატხუაგ მუნგუნტუულს (2447) ეთამაშება, 28-ში კი შავებით – სომეხ ლილიტ მკრტჩიანს (2450).
შეგახსენებთ, რომ ჯერმუკის ეტაპი რიგით მეხუთეა, სულ კი ექვსი ტურნირია დაგეგმილი, რომელთაგან მოჭადრაკეებს სამ საუკეთესო შედეგს დაუთვლიან და გამარჯებულიც გამოვლინდება.
ეტაპის მოგებისთვის 160 ქულაა გათვალისწინებული, შემდეგ კი ქულები ასე ნაწილდება: II – 130, III – 110, IV – 90, V – 80, VI – 70, VII – 60, VIII – 50, IX – 40, X – 30, XI – 20, XII – 10.
ამ დროისთვის გრან-პრის მოწინავე ხუთეულს ქულათა ასეთი მონაგარი გააჩნია: ჰოუ – 420, ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2606) – 375, ლაჰნო – 260, ჟაო – 235, ვიკტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2525) – 235.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091349