ფეხბურთი

20:16 | 4.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჯენოას” პრეზიდენტმა ჟურნალისტს ვიდეოკამერა დაუმტვრია

იტალიური “ჯენოას” პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. მან ერთ-ერთ ჟურნალისტს ვიდეოკამერა წაართვა და დაუმტვრია. ეს ეპიზოდი კიდევ ერთმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა.

გამოცემა Il Secolo XIX-ის ჟურნალისტი ვალერიო არიჩელო ცდილობდა გაერკვია, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პრეციოზი კლუბის “ვარეზეს” პრეზიდენტისთვის, ანტონიო როზატისთვის მიყიდვას აპირებს. სწორედ ამ დროს მოხდა ზემოთ ხსენებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113303